1. ყოველი დღე ახლით დაიწყე.
სიახლე წარმატებულს ხდის სკოლას და ახალისებს სასკოლო პროცესს.
2. ეცადე, ყოველ კვირას მცირედი ცვლილება მაინც შეიტანო სასკოლო ოთახის გაფორმებაში.
3. დატვირთე გაკვეთილი სანახაობრივი მასალით.
4. ნუ იჩქარებ ახალი მასალის ახსნას, იცოდეს მოსწავლემ, რომ მთავარი ახსნილის ანალიზი და მისი შეთვისებაა.
5. შენ მიერ შეთავაზებულ ახალ მასალას წინ მოტივაცია წაუმძღვარე.
6. ეცადე, ყველა საკითხი გააშუქო მოსწავლის პროვოცირებით, სწავლების პროცესის ეს მიგნება, მოსწავლის სწავლის ინტერესის გაღრმავებას იწვევს.
7. არ დაგავიწყდეს, კრიტიკულობა ადამიანის უდიდესი მონაპოვარია.
8. გაეპრანჭე შენს მოსწავლეებს, მათ ლამაზი მასწავლებელი მოსწონთ.
9. არ დაგავიწყდეს ყოველ დილით შენს მოსწავლეს კომპლიმენტი რომ უნდა უთხრა.
10. რასაც დაჰპირდი , აუცილებლად შეუსრულე, ეს თამაში კომუნიკაბელურს ხდის მოსწავლეს.
11. დამაჯერებლად გამოიყურებოდე - მოსწავლის რწმენის აღზრდაა.
12. ხომ გახსოვს, შენ რომ შენი მოსწავლის მეგობარი ხარ.
13. დაიცავი შენი უფლებები, რათა მოსწავლემ ისწავლოს თავისი უფლებების დაცვა.
14. არასოდეს მოიტყუო.
15. იყავი უშუალო, მომთხოვნი და სამართლიანი.
16. დაუმეგობრდი შენი მოსწავლეების ავტორიტეტს.
17. არასოდეს ცუდად არ დაახასიათო ცუდი ადამიანიც კი, ვიღაცის ცუდი ხასიათი ყოველთვის გაამართლე. ბავშვობის ასაკში უკეთესია იცოდეს მან, რომ ამ ქვეყანაზე ცუდი ადამიანები არ არსებობენ.
18. ეცადე, რაც შეიძლება ფერადად დაანახო სამყარო შენს მოსწავლეს.
19. იყავი ფანტაზიორი, მოსწავლე აუცილებლად მოგბაძავს.
20. შენი კოლეგიალობა - კლასის ერთსულოვნებაა.
21. ნუ შეეცდები შენს მოსწავლეებს დაანახო, რომ ყველაფერი იცი, იცოდნენ მათ, რომ შენ ყოველდღე ახალ რამეს სწავლობ, ისინი ანალიზს აუცილებლად გააკეთებენ და მიხვდებიან, რომ მთელი ცხოვრება უნდა ისწავლონ.
22. ძიების უნარი სასწავლო პროცესის გადახალისების მთავარი მომენტია, აზროვნების, გონების წრთობაა.
23. გუნდური თუ ინდივიდუალური მუშაობის დროს გაითვალისწინე კლასის ინტერესი.
24. გამოიყენე ბუნება გაკვეთილის ჩასატარებლად, ეს მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ.
25. ნუ დაგავიწყდება, განათლებაზე მთავარი ხომ მათი ჯანმრთელობაა.
26. ნუ იქნები ნიშნის წერაზე ორიენტირებული, მთავარი ხომ შენი მოსწავლის ცოდნაა.
27. კარგი იქნება, თუ შენს მოსწავლეს მასწავლებლობანას ათამაშებ გაკვეთილზე.
28. მოსწავლის მიერ გამოთქმულ მცდარ აზრს დადებითი არგუმენტები მოუნახე, მიეცი მას საშუალება თავისუფლად გამოთქვას საკუთარი აზრი.
29. გამოიყენე შენს გაკვეთილზე მოსწავლის მიერ გამოყენებული რომელიმე საუკეთესო მეთოდი ან ფრაზა.
30. შეაქე სუსტი მოსწავლე ყოველდღე, ის სულ მალე წარმატებული გახდება.
31. გაუკეთე საკუთარ თავს შეფასება და ეცადე მოსწავლემ თვითშეფასების სისტემას სისტემატიური სახე მისცეს.
32. ხომ იცი, ყველაზე ფაქიზ, ყველაზე სათუთ, ყველაზე ლამაზ ქმნილებას წვრთნი.
33. ყოველთვის გახსოვდეს მოსწავლე ,,ნაძვისხეა,, და შენ მის გარშემო ტრიალებ. ყოველივე ამას შენ აუცილებლად შესძლებ! იცოდე შენ ქვეყნის ხვალინდელ დღეს ქმნი!

No comments:
Post a Comment