მოსწავლეთა მშობლებთან თანამშრომლობა

               რჩევები მშობლებს

კონსტანტინე გამსახურდია ,, დავით აღმაშენებელი"

 როცა მოყვასი შენი საქმეს დაიწყებს რაიმეს, სანამ არ მოათავებს, არ უნდა განიკითხო იგი. ეგეც იცოდე, მხოლოდ ოფოფი შეიცნობა თავითა, ხოლო ჭეშმარიტი საქმე - ბოლოთი.
სპილო ხორთუმითა ჰკლავს თავის მსხვერპლს, გველი - კოცნით, მეფე - ღიმილით, ხოლო მოღალატე - პატივის მიგებითა.
უღირსი კაცის თვალში თვით უდიდესი და უზენაესი არარად იქცევა ხოლმე, რადგან პაშტა სარკეში როდის ჩატეულა თუნდაც სპილენძის ხატებაი.
უბედურება ეკალსა ჰგავს, გვერდს ჩაუვლი თუ არა, იგი თავად წამოგედება, ხოლო ბედნიერება - ბულბულს, შესაძლოა ჩვენ გვერდით ჩავუაროთ, იგი გაიტვრინოს და ბოლოს შეუმჩნევლად შორს გაფრინდეს.
ყველაზე უფრო ძნელი დასაპყრობია კაცთათვის საკუთარი გული და ვინც ამას ზედმიწევნით შესძლებს, იგია უბედნიერესი ამქვეყნად.
მე მგონია, როგორც ხორციელად, ისე სულიერად სრულქმნილს, თუკი ასეთი მოიპოვება სადმე, სრულიად არ ესაჭიროება ქება. როცა ადამიანს ძაგების შეეშინდება და შექება მოსწურდება, სჩანს, მას კარგად აქვს შეგნებული, რომ ბევრი რამ აკლია.
როცა იგი მაქებარს დაიწყებს ძებნას, ამ გზით მას სწადია ქებით მიჩქმალოს საკუთარი სულის არარაობა მოყვასთა თვალში.
სწორედ ამიტომაც ჰყავდათ დაქირავებული კარის-მეხოტბეთა მთელი დასტა ბიზანტიელ უნიჭო მეფეებს და სელჯუკიანთა უზნეო სულტანებს.
ბუნების წესია ასეთი: მახინჯი ლამაზთან ყოფნას მიელტვის მუდამ, მანკიერი - უმანკოსთან, რეგვენი ბრძენს აეკიდება ხოლმე, ყბედი - მდუმარეს, ხოლო ლაჩარი - გმირს.
თვით უაღრესი ცილისწამებისგან უმცირესი ჩრდილი მაინც მიადგება ადამიანს.
ჩემი მტრები ჩემი მასწავლებლებიც ყოფილან ხანდახან, რადგან მე მათთან ბრძოლაში ჩემს სისუსტესა და ზადს გამოვჩხრეკდი ხოლმე, ღონეს მოვიკრებდი, კვლავ ვეკვეთებოდი და ვებრძოდი, სანამ მათ სისუსტეს არ დანამახებდა მათთანვე ბრძოლა.
ზოგს ენა როდი აბია, თავათაა ენაზე მიბმული, ამიტომაც იღუპება მყრალი
 ენის მეოხებითა.
ვინც ჭეშმარიტად აღზევებულია, მას აღზევება არ ესაჭიროება. სულმდაბალნი მიესწრაფიან აღზევებას მუდამ.

1924  წელს  გამოჩენილმა ქართველმა მწერალმა მიხეილ ჯავახიშვილმა თავის 10 წლის ქალიშვილს- ქეთევან ჯავახიშვილს ალბომში ჩაუწერა „ჩვენი დროის  ათი მცნება“.  მწერლის მიერ მომავალი თაობისათვის დატოვებული ეს შეგონება მარად უნდა გვახსოვდეს და ხშირად შევახსენოთ ჩვენს შვილებს.
                                                           
ჩვენი დროის ათი მცნება

1. შენ ხარ მარადიულიგანუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი 
მშობელი საქართველოსი.
 2. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერიახოლო მისი მეგობარიშენი პირადი მეგობარი.
3. ყველაფერირაც გაქვს და გექნებაშენი სიცოცხლეც კიშენს მამულს 
ეკუთვნისშენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი.
4. მიეცი მას წრფელი გულით ყოველივე და ისიც მოგცემს ყოველივეს.
 5. მაინც მუდმივ მხოლოდ შენი თავის იმედი იქონიეისე იცხოვრევითომ 
ამ ქვეყნად არც მოვალე გყოლია და არც მშველელი.
6. განაგე თავი შენი და დაუმორჩილე გონებას შენი ჟინიკერპი გული და
 ურჩი სურვილები.
7. გზის გაკვლევა და გამარჯვება შეიძლება მხოლოდ შრომით და პატიოსნებითზარმაცობაცუღლუტობასიცრუე და სიყალბე ადამიანს ადრე თუ გვიან უეჭველად დაღუპავს.
 8. სანამ საკუთარ ფეხზე არ დამდგარხარმშობლებს ყველაფერი დაუჯერე.
 იმათ შენთვის მხოლოდ სიკეთე უნდათჯერჯერობით საკუთარ ჭკუასჟინს და გულის ზრახვას ნუ აჰყვები.
9. თავმოყვარეობა შეიძინე და თავის თავის ფასი ისწავლემაგრამ ნუ
 გადააჭარბებარ გაამაყდე.
 10. ბოლოს და ბოლოსყოველთვის სჯობს სამი რამპირველი – შრომამეორე – შრომა და მესამე – შრომა.


მარია მონტესორის მცნებები მშობლებისთვის
ეს მოკლე რჩევები იმედნად მარტივი და იმავდროულად ბრძნულია, ყველას დააფიქრებს. იტალიელი მარია მონტესორი ცნობილი პედაგოგი და ფსიქოლოგი იყო, რომელმაც მსოფლიოს რამდენიმე წამყვან პედაგოგთან ერთად ნამდვილი რევოლუცია მოახდინა მეოცე საუკუნეში ბავშვების პედაგოიურ აღზრდაში. 

მონტესორის მცნებების სია ყველა მშობელმა უნდა წაიკითხოს, ასეთ შემთხვევაში ბავშვებთან ურთიერთობასაც ააწყობენ და მათი შვილები უფრო განვითარებულნი და ჰარმონიული პიროვნებები იქნებიან.

1. თუ ბავშვს ხშირად აკრიტიკებენ - ის სწავლობს სხვათა განკითხვას. 
2. თუ ბავშვს ხშირად აქებენ - ის სწავლობს შეფასებას. 
3. თუ ბავშვის თვალწინ ხშირია მტრული გარემო - ის სწავლობს ჩხუბს. 
4. თუ ბავშვთან მართალნი არიან - ის სწავლობს სამართლიანობას.
5. თუ ბავშვს ხშირად დასცინიან - ის მხდალი გაიზრდება.
6. თუ ბავშვი ცხოვრობს გარემოში, სადაც თავს დაცულად გრძნობს - შემდგომში მას მეტი ნდობა და რწმენა ექნება.
7. თუ ბავშვს ხშირად არცხვენენ - ის სწავლობს, რომ გამუდმებით დამნაშავედ იგრძნოს თავი.
8. თუ ბავშვს ხშირად უწონებენ საქციელს - ის სწავლობს, საკუთარი თავისადმი უკეთესი დამოკიდებულება ჰქონდეს.
9. თუ ბავშვთან ხშირად არიან გულისხმიერნი - ის სწავლობს, იყოს მომთმენი.
10. თუ ბავშვს ხშირად წაახალისებენ - ის თავდაჯერებულობას იძენს. 
11. თუ ბავშვი მეგობრულ გარემოში ცხოვრობს და გრძნობს საკუთარ საჭიროებას - ის სწავლობს ამ სამყაროში სიყვარულის პოვნას. 
12. ბავშვებს ასწავლის ის გარემო, რაც მათ მოიცავს. 
13. პატივი ეცით ბავშვს, რომელმაც შეცდომა დაუშვა და შეძლებს ახლა ან ცოტა მოგვიანებით მის გამოსწორებას. 
14. არ ილაპარაკოთ ცუდად ბავშვზე - არც მისი თანდასწრებით და არც მის გარეშე.
15. ეცადეთ, ბავშვში ყოველივე კარგი განავითაროთ, ისე, რომ საბოლოოდ ცუდისთვის ადგილი არ დარჩეს. 
16. ყოველთვის მოუსმინეთ და უპასუხეთ ბავშვს, რომელიც თქვენ მოგმართავთ.
17. მზად იყავით ბავშვის დასახმარებლად, რომელიც რაღაცას ეძებს.
18. დაეხმარეთ ბავშვს იმის ათვისებაში, რაც მანამდე ვერ აითვისა. ეს გააკეთეთ ზრუნვით, მოთმინებით, სიმშვიდით და სიყვარულით.
19. ბავშვთან ურთიერთობისას ყოველთვის დაიცავით კარგი მანერები - მას შესთავაზეთ საუკეთესო, რაც თვით თქვენშია. 

სამი მცნება მშობლისთვის:

1. გჯეროდეს შენი ბავშვის უსაზღვრო შესაძლებლობების!

თუ თქვენ გჯერათ რომ სამყარო უსასრულოა, რომ ბუნებას არ აქვს საწყისი და სასრული, რომ მას არა აქვს საზღვრები მაშინ იცოდეთ რომ ერთადერთი სრულყოფილი მოდელი ამ უსაზღვროების  და ამოუწურავი შესაძებლობების არის ბავშვი.
2. გჯეროდეს ღვთიური ნაპერწკლისა შენში, როგორც მშობლისა და პედაგოგისა.
შვილი, ის ღვთიური არსებაა, რომელიც გარკვეული მისიით და დანიშნულებით მოევლინა ამ სამყაროს და რადგან ღმერთმა მისი აღზრდა შენ მოგანდო, ესე იგი მას სჯერა შენი, ეს იგი მან მოგცა შენ საიმისო ტალანტი და უნარები, რომ გაზარდო ეს ბავშვი ღირსეულად. ირწმუნე ეს და მაშინ შენში გაიხსნება ეს ტალანტი და ეს უნარები.
3. გჯეროდეს, რომ ბავშვი არის თავისი დანიშნულების მატარებელი.
თქვენი შვილები მოვიდნენ თქვენს ოჯახში თავიანთი გზებით, თავიანთი დანიშნულებით. არ არის აუცილებელი მათ გააგრძელონ თქვენი საქმე, მათ თავიანთი მისია აკისრიათ და თქვენ უნდა შეუქმნათ ყველანაირი პირობა რომ შეძლონ განვითარდნენ იმ მიმართულებით...

 შალვა ამონაშვილი

10 მცნება მშობელთათვის... 
 
1. ნუ ელოდები, რომ შენი შვილი იქნება შენნაირი ან ისეთი, როგორიც შენ გინდა. დაეხმარე, რომ იყოს ის, რაც მას უნდა.
2. ნუ დააყვედრი ყველაფერს, რასაც უკეთებ. შენ მას სიცოცხლე აჩუქე, როგორ გადაგიხდის ამას? ის თავის შვილს გადასცემს სიცოცხლეს, ის შვილი თავის შვილს და ეს არის ბუნებრივი მადლიერების კანონზომიერება.
3. სხვის ჯავრს ბავშვზე ნუ იყრი, რაკი ის სუსტია. დიდი ხნის შემდეგ მოხუცდები და შენც დასუსტდები.სწორედ მაშინ მოიმკი, რასაც დასთეს. 
4. ნუ გაქვს აგდებული დამოკიდებულება მისი პრობლემების მიმართ. ცხოვრება მისთვისაც ისევე რთულია, როგორც შენთვის, უფრო მეტადაც კი, რადგან ბავშვს ჯერ არ აქვს გამოცდილება.
5. არ დაამცირო. 
6. არ დაგავიწყდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვთან შეხვედრაა, უფრო მეტი ყურადღება მიაქციე მათ, რადგან ჯერ არ იცი, ვის ხვდები ამ ბავშვის სახით.
7. ნუ დაიტანჯავ თავს იმაზე ფიქრით, რომ შვილს რაღაც ვერ გაუკეთე. რადგან სანამ ყველაფერს არ გაუკეთებ, ყოველთვის ცოტა იქნება. 
8. შვილი – ეს არ არის ტირანი, რომელმაც ცხოვრება წაგართვა. შვილი – ეს არის ცხოვრების ნაჩუქარი წმინდა ჭურჭელი, რომელსაც უნდა მოუარო და შემოქმედებითად შეავსო. შვილი არ არის უბრალოდ “ჩემი ბავშვი”, ის დროებით მოსავლელად მობარებული სულია. 
9. გიყვარდეს უცხო ბავშვებიც. სანამ გადაწყვეტ, როგორ მოექცე, მათ ადგილას ყოველთვის შენი შვილი წარმოიდგინე. 
10. გიყვარდეს შენი შვილი ყველანაირი – უიღბლო, უნიჭო, წარუმატებელი. მასთან ურთიერთობისას გაიხარე და გახსოვდეს – ეს ზეიმი შენთან დროებითაა"

დედა ტერეზა გვირჩევსროგორ აღვზარდოთ ბავშვი:

1) იყავით ყურადღებით იმის მიმართ თუ რას ეუბნებით ბავშვებსუფროსები არასაკმარისად აკონტროლებენ თავიანთ გამონათქვამებსროდესაც ბავშვებს ესაუბრებიანზოგიერთი ბავშვს უნიჭოსსულელს და ზარმაცს ეძახისამით უფროსებიროგორც მშობლებიასევე აღმზრდელებიცხშირად ღუპავენ ბავშვებსბავშვები ექცევიან ამის გავლენის ქვეშ და რამდენიმე ხანში მართლაც ხდებიან მოუხერხებლებიზარმაცები და ნიჭის გამოვლენაც უჭირთ.

2) 
არ შეაშინოთ ბავშვები ურჩხულებითმგლებით და პოლიციით. ეს არ გახდის ბავშვს არც ჭკვიანს და არც კეთილს.

3) 
აღზარდეთ ბავშვები ისერომ მისცეთ უნაკლო მაგალითი. ბავშვებს არ უყვართ დარიგებები და ნოტაციების კითხვამათ სურს დაინახონ თქვენი საქციელები და არა უბრალოდ მოისმინონ თქვენი სიტყვები.

4) 
ნებისმიერ შემთხვევაში ეცადეთიყოთ თქვენს სიმაღლეზე ბავშვების თვალებში. არ გამოააშკარაოთ მათ თვალწინ თქვენი სისუსტეები და ნაკლიროდესაც მშობლები უშვებენ იმასრომ ბავშვი მათ სისუსტეს ხედავსპატარები იწყებენ ნერვიულობას და ორიენტაციას კარგავენრადგან მათ მეტი არავინ არ ჰყავთვისაც დაეყრდნობიან ან ვისი იმედიც ექნებათბავშვსრომელიც თავს გრძნობს პატარად და სუსტადსურსრომ ყავდეს დამცველი და ის იყოს მისი ურყევი ავტორიტეტი.

5) 
ბავშვი ეძებს მშობლებისგან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. თუ სახლში ბავშვი ხდება მშობლებს შორის ჩხუბისა და კამათის მოწმემშობლებმა არ უნდა იფიქრონრომ ისინი შვილის კარგად აღზრდას შეძლებენროდესაც ბავშვი ხედავსრომ მისი მამა ან დედა არასწორად იქცევაის თავს დაკარგულად გრძნობს და მეამბოხე ხდებაეს არის მიზეზი უამრავი ტრაგედიისა ოჯახში და საზოგადოებაში. 

6) 
სჯობს არასოდეს სცემოთ ბავშვი. უკიდურეს შემთხვევაშითუ ის მართლაც იმსახურებს ცემასპატარა მორტყმა მას ნამდვილად არ ავნებსმაგრამ იყავით ფრთხილადარასოდეს არ დასაჯოთ ბავშვითქვენი სიბრაზის დროსასე ბავშვს მეხსიერებაში დაუტოვებთ სიძულვილისსიბრაზის შთაბეჭდილებას და არა სამართლიანობის შეგრძნებასბავშვის სწორი აღზრდისთვის საჭიროაბავშვი გრძნობდესრომ თქვენ სამართლიანი ხართროდესაც მას სჯით.სწორედ ამიტომთუ თქვენ მაინც გიწევთ ბავშვის დასჯათქვენი მზერა არ უნდა გამოხატავდეს სიბრაზეს და მტრობასმას მალე დაავიწყდება დარტყმაც და სახეში გაწნაცმაგრამ არასოდეს დაავიწყდება თქვენი გამომეტყველება სიძულვილითა და სიბრაზით სავსებავშვის დასჯა უნდა იყოს განპირობებული არა იმითრომ თქვენ ამოგეწურათ მოთმინებაარამედ იმის სურვილითა და მცდელობითრომ ბავშვმა გაიგოსწესები მისივე საკეთილდღეოდ არსებობს და მან ის უნდა დაიცვას.

7) 
ბავშვები უსაზღვროდ უნდა ენდობოდნენ და ემორჩილებოდნენ საკუთარ მშობლებს. ეს არის ერთერთი ძირითადი წესი ბავშვის სწორი აღზრდისა მოსიყვარულე და მეგობრულ ოჯახშიასე იქცეოდა იესო ნაზარეთშიროდესაც 30 წლის განმავლობაში თავის მშობლებს ემორჩილებოდა.







No comments:

Post a Comment