Sunday 11 February 2018

Quidditch


10-11 თებერვალს ქალაქ ქუთაისში English Book in Georgia- ას თაოსნობით ჩატარდა ინგლისურენოვანი კონკურსი " Quidditch ", კონკურსი იყო რეგიონალური,რომელშიდაც მონაწილეობას ღებულობდა 30 გუნდი იმერეთის სხვადასხვა რაიონიდან.კონკურსის მასპინძელი გახლდათ ქუთაისის კერძო უნივერსიტეტი.კონკურსი 3 ეტაპად დაიყო.პირველ ეტაპში მონაწილეობას ღებულობდა 10 - 10 გუნდი,მათ შორის მონაწილეობდა ჩვენი გუნდი " ანაბასისი ",ხელმძღვანელი ეკატერინე ჩაჩიბაია,რომელმაც უმაღლესი ქულით ნახევარ ფინალის საგზური ღირსეულად მიიღო.







ნახევარ ფინალში 10 გუნდი გადავიდა,მათ შორის ლიდერი ისევ " ანაბასისი " გახდა.

11 თებერვალს კი გაიმართა ინტელექტუალური  ბრძოლა გამარჯვებისათვის,და უძლიერეს ფინალისტებს შორის ისევ ჩვენი საამაყო ბიჭები გადავიდნენ ფინალში.
მართლაც რომ დაძაბული ინტელექტუალური ბრძოლა გაიმართა უნიჭიერეს ქართველ მოსწავლეებს შორის.დიდი სიყვარულით ვულოცავ მათ წარმატებას და მადლობა გაწეული ამაგის დაფასებისათვის



 ესეც სერთიფიკატები
















No comments:

Post a Comment